პრემიერი: ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკაში, შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მლნ ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში 100 მლნ ლარი იზოგება

პრემიერი: ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკაში, შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მლნ ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში 100 მლნ ლარი იზოგება

იმედი|imedinews.ge

როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში, უფრო კონკრეტულად შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროში არის თვისობრივად შეცვლილი მიდგომები.

„მაგალითისთვის რომ დავასახელო ციფრები, რაც ჩვენი მიდგომის სერიოზულობაზე მეტყველებს - იყო შტატები გაბერილი შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში. მარტო შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მილიონი ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში რომ ავიღოთ 100 მილიონი ლარი იზოგება. მიმდინარე შესყიდვები რაც იყო, იმას გადავხედეთ და გეგმასთან შედარებით 348 მილიონი დაიზოგა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის სამინისტროში არის თვისობრივად შეცვლილი მიდგომები და საჭიროა გეგმაზომიერი მუშაობა. გარდა იმისა, რომ სწორი პრინციპები უნდა ჰქონდეს, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც დღეს არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია