სოზარ სუბარი: 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ აგვემუშავებინა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ამ გადაყრილი ნაგვის ზეწოლას ეკოლოგიასა და ბუნებაზე მინიმუმამდე დაიყვანდა

სოზარ სუბარი: 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ აგვემუშავებინა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ამ გადაყრილი ნაგვის ზეწოლას ეკოლოგიასა და ბუნებაზე მინიმუმამდე დაიყვანდა

იმედი|imedinews.ge

ორივე გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვან პრობლემებს შეეხება, რადგან ლაპარაკია ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, საუბარია გარემოს დაცვასა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებაზე და ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პლასტმასის ბოთლების აკრძალვის გადახედვასა და მანქანების იმპორტის გაძვირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, როდესაც იღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, შეიძლება შედეგი არ იყოს ისეთი, როგორიც ყველას უნდა. ამიტომ უნდა იყოს აწონილ-დაწონილი და შემდეგ მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები.

„რაც შეეხება ბოლო გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხებოდა პლასტმასის ბოთლების სრულ აკრძალვას. ასეთი სრული აკრძალვა მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო მაგალითად ბანგლადეში, იქაც მიიღეს კანონი, მაგრამ არ მუშაობს და კიდევ რამდენადმე ქვეყანა. ევროპის არც ერთ ქვეყანას არ მიუღია მსგავსი კანონი, შეერთებულ შტატებშიც რამდენიმე შტატია, რომელმაც მსგავსი აკრძალვები მიიღო და საქართველოს უცებ გავიდეს წინ, არა მგონია სწორი იყოს. მითუმეტეს ჯერ არ გაგვიკეთებია ისეთი ელემენტარული რამე, როგორიცაა ნაგვის ჩაბარება დიფერენცირებულად.

30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ აგვემუშავებინა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ამ გადაყრილი ნაგვის ზეწოლას ეკოლოგიასა და ბუნებაზე მინიმუმამდე დაიყვანდა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ისაუბრა პლასტმასის ბოთლების შუშის ბოთლებით ჩანაცვლების გამოწვევებზეც.

„წლის განმავლობაში დაახლოებით 800 მილიონი ლიტრი პროდუქციის ჩამოსხმა ხდება პლასტმასის ბოთლებში, ეს არის დაახლოებით 20 მილიონი ტონა პლასტმასი. ეს რომ გადავიყვანოთ შუშაზე, დაახლოებით 800 000 ტონა შუშის ნარჩენს მივიღებთ და რას ვუზამთ ამ ნარჩენს? სად მოხდება მისი გადამუშავება, ხდება თუ არა მისი უკან ჩაბარება, რომ ფასები ძალიან არ გაიზარდოს. ფასები ძალიან გაიზრდება, როგორც მოსახლეობისთვის, ისე მეწარმეებისთვის და ესეც სერიოზული პრობლემაა.

გამოსვლად ვთავაზობთ მთავრობას, რომ მცირე ხნით გადაიდოს ამ კანონის განხილვა, უფრო მეტი კონსულტაციები გავიაროთ სპეციალისტებთან და მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, როლიც უფრო მეტად იქნება დროში გაწერილი“, - განმარტა სოზარ სუბარმა.

სუბარმა ასევე განიხილა ავტომობილების იმპორტის გაძვირების საკითხი.

„ეს აკრძალვა ცუდი არ არის, მაგრამ ახალა როდესაც ადამიანები ცხოვრობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და ცენტრიდან მოშორებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქ არ მოძრაობს, უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზეც, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და არ აქვთ საშუალება, რომ შეიძინონ შედარებით ძვირიანი მანქანები, მკვეთრად ხდება ეს გაძვირება“, - დასძინა სუბარმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია