ლევან მახაშვილი „შუა დერეფანზე“: სხვები როცა იდეებზე საუბრობენ, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ. საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტი არის უალტერნატივო

ლევან მახაშვილი „შუა დერეფანზე“: სხვები როცა იდეებზე საუბრობენ, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ. საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტი არის უალტერნატივო

იმედი|imedinews.ge

სხვები როცა იდეებზე საუბრობენ, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა იმ პროექტებზე საუბრისას, რომელიც „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებას ემსახურება.

მისი თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტი არის უალტერნატივო.

„მოსახლეობა როდესაც გადაადგილდება დასავლეთიდან აღმოსავლეთში ან პირიქით, მან იცის, რომ არის დასრულებული გზა, რამდენიმე მონაკვეთის გარდა და ისიც სრულდება. ასევე, რკინიგზის გაფართოება მოხდა და ტვირთბრუნვა არის არსებითად გაზრდილი. არის გაზრდილი და გაფართოებული ბათუმის პორტი, ფოთის პორტი. ანაკლიის პორტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ამ დატვირთვის პირობებში ჩვენ შევძლოთ უფრო მეტი ტვირთის გატარება. ახალი აეროპორტის აშენებასაც ვგეგმავთ. სწორედ ამას ემსახურება თითოეული ეს ინიციატივა, რომ როდესაც სხვები იდეებზე ლაპარაკობენ, ჩვენ უკვე კონკრეტული პროექტებით შევძლოთ ამ ტვირთის გატარება. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ რა ალტერნატიული გზაც არ უნდა გაჩნდეს, სამხრეთ სომხეთზე იყო საუბარი, ე.წ. ტრიპის გზაზე, ჩვენ უკვე არსებული ინფრასტრუქტურით იმდენად ძლიერად ვართ, რომ საქართველოს არ ეშინია არანაირი კონკურენციის და მითუმეტეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებებიც არაერთხელ მოვისმინეთ, რომ რაც არ უნდა იყოს, საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტი არის უალტერნატივო მარშრუტი. ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტებსაც თუ ჩავხედავთ იქაც პირდაპირი აღიარებაა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის გარეშე ვერანაირი სხვა ინფრასტრუქტურა არსებითად ვერ შეცვლის სიტუაციას. უკვე არის ამ გზაზე როგორც კონკრეტული მილსადენები, ვგულისხმობ: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისის-ერზერუმი და სხვები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია