მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გორდულაძე: ევროკავშირში აპირებდნენ „გამჭვირვალობის კანონის“ იდენტური ცვლილებების მიღებას. გაჩერების მიზეზი იყო, რომ თუ ჩვენ მას მივიღებთ, მაშინ ვერ შევძლებთ საქართველოში ეს კანონი გავაპროტესტოთო. არის სტანდარტების პირდაპირი რღვევა
გორდულაძე: ევროკავშირში აპირებდნენ „გამჭვირვალობის კანონის“ იდენტური ცვლილებების მიღებას. გაჩერების მიზეზი იყო, რომ თუ ჩვენ მას მივიღებთ, მაშინ ვერ შევძლებთ საქართველოში ეს კანონი გავაპროტესტოთო. არის სტანდარტების პირდაპირი რღვევა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „დღის ქრონიკასთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ანალოგიური კანონით სარგებლობა რატომღაც დიდი ქვეყნებისთვის მისაღებია და საქართველოს შემთხვევაში ეს კანონის დამუნათების მიზეზი ხდება.

„როდესაც სხვადასხვა ორგანიზაცია განცხადებებს აკეთებს მაგალითად, ქართულ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, მაგალითად, „FARA“-ს ქართულ თარგმანთან დაკავშირებით ან „გრანტების შესახებ კანონში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში კეთილი ინებონ ამ ორგანიზაციებმა და მათ შორის სამართლებრივადაც გააკრიტიკონ მაგალითად აშშ, გააკრიტიკონ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი.

გვახსოვს, რომ ევროკავშირში 2024 წელს აპირებდნენ „გამჭვირვალობის კანონის“ იდენტური ცვლილებების მიღებას, რომელიც იქნებოდა მითითებით სხვა ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ამ დირექტივის განხილვა გააჩერეს. პირდაპირ ოფიციალურ დოკუმენტში ეწერათ და ახლაც წერია, რომ გაჩერების მიზეზი იყო, რომ „თუ ჩვენ ევროკავშირში ამ დირექტივას მივიღებთ, მაშინ ვერანაირად ვერ შევძლებთ, რომ საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება გავაპროტესტოთო“. ვხედავთ, რომ არის სტანდარტების პირდაპირი რღვევა. თითქოს ისე გამოდის, რომ სხვადასხვა ქვეყანას თუ ძლიერი ეკონომიკა აქვს, ბევრი ჯარისკაცი ჰყავს, დიდი პოლიტიკური შესაძლებლობები აქვს, ისინი ხალხი არიან და მათ შეუძლიათ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვან, გარე ჩარევებიც მინიმუმამდე დაიყვანონ. ხოლო ჩვენ, რომელიც პატარა ქვეყანა ვართ მაგრამ ღირსებით არავის ჩამოვუვარდებით თურმე ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. შემთხვევით, ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რაზეც საუბრობს მაგალითად აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, რაზეც საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომ არსებობენ ძალები, რომელსაც ისინი „დიფ სთეითს“ უწოდებენ, ჩვენ კი „გლობალური ომის პარტიას“, რომ თავიანთი გავლენები გაზარდონ სხვადასხვა ქვეყანაში. რბილი ძალის გამოყენებით ჩვენს ქვეყანაში „შავი ფული“ შემოიტანონ, შემდეგ ეს ფული რას მოხმარდება კაცი ვერ გაიგებს და შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში იმას, რომ პოლიციელების დაწვის მცდელობები ჰქონდეთ, „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლონ. დააზიანონ სახელმწიფო საკუთრება, გაანადგურონ კერძო საკუთრებები. ან მაგალითად, ლგბტ კამპანია შეიტანონ სკოლებსა და ბაღებში. ამაზეც ხომ გვაკრიტიკებენ?! ჩვენთვის მთავარია რა არის - სიმართლე, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ამიტომაც უცხადებს მხარდაჭერას ჩვენს გუნდს. იციან, რომ გარედან მითითებებს არ ვექვემდებარებით“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Wall Street Journal: ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო

The Wall Street Journal: ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო

იმედი

ნიკოლოზ მეტრეველი: სუს-ის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

ნიკოლოზ მეტრეველი: სუს-ის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

იმედი

ნეთანიაჰუს განცხადებით, სამშაბათს ისრაელმა ირანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ხიდებზე მიიტანა იერიში

ნეთანიაჰუს განცხადებით, სამშაბათს ისრაელმა ირანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ხიდებზე მიიტანა იერიში

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, „დიფ სთეითისა" და მათი აქაური აგენტურის მთელი ძალისხმევა მომართულია მის საწინააღმდეგოდ

თენგიზ შარმანაშვილი: ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, „დიფ სთეითისა" და მათი აქაური აგენტურის მთელი ძალისხმევა მომართულია მის საწინააღმდეგოდ

იმედი