
გიორგი ვოლსკი: ის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, არავის მისცემს საშუალებას, რომ შემოსავალი დამალოს და შემოსავალთან შეუსაბამო უძრავი თუ მოძრავი ქონება იქონიოს
იმედი|imedinews.ge
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე უარს ამბობს ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე.
ვოლსკის თქმით, ის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, არავის მისცემს საშუალებას, რომ შემოსავალი დამალოს.
„აქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც შეიძლება პირად მონაცემებად ჩაითვალოს და ის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, არავის მისცემს საშუალებას, რომ შემოსავალი დამალოს და შემოსავალთან შეუსაბამო უძრავი თუ მოძრავი ქონება იქონიოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სუს-ი: საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, მისი წარდგენაც არ ევალება
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge