
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი: ინფორმაცია, თითქოს სუს-ის ხელმძღვანელი პირები აღარ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, არის სიცრუე - აუდიტის სამსახური განაგრძობს მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მონიტორინგს
რა თქმა უნდა, ისინი კვლავ შეავსებენ აღნიშნულ დეკლარაციებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახური კვლავ განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში დეკლარაციების მონიტორინგს, - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კორუფციის რისკების ანალიზისა და პრევენციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა კაჭკაჭიშვილმა. მან განმარტება გააკეთა ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უარს ამბობს ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე.
„სხვადასხვა პირისა და მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები აღარ ავსებენ ან შესაძლებელია, მათ აღარ განახორციელონ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება.
თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური განაგრძობს აღნიშნული პირების მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგს და მათი მხრიდან კანონის შესაბამისად მოხდება აღნიშნული დეკლარაციების წარდგენა. ის ფაქტი, რომ შესაძლებელია, კანონის შესაბამისად ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაცია არ იყოს საჯარო ან შესაძლებელია სამომავლოდ აღარ იყოს ხელმისაწვდომი საჯაროდ, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული თანამდებობის პირები გათავისუფლდებიან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან.
რა თქმა უნდა, ისინი კვლავ შეავსებენ აღნიშნული დეკლარაციებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახური კვლავ განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში დეკლარაციების მონიტორინგს“, - განაცხადა თამთა კაჭკაჭიშვილმა.
სუს-ი: საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, მისი წარდგენაც არ ევალება
იმედი
წყარო: imedinews.ge