გურამ დუმბაძე: ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოების ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და ამ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

გურამ დუმბაძე: ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოების ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და ამ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

იმედი|imedinews.ge

აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოები, გადაფასდა სამუშაოს მოცულობები და ღირებულებები და, საერთო ჯამში, შესყიდვის ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, - განაცხადა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გურამ დუმბაძემ.

მისივე თქმით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და აღნიშნულ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

„გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და აღნიშნულ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. შესაბამისად, სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ასეთი ტიპის სტრატეგიულ პროექტებს, მათ ეფექტიან მართვასა და განხორციელებას,“ - აღნიშნა გურამ დუმბაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია