მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილ ნარკოტიკულ საშუალებებს. კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 0,02851 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება. ხოლო მეორე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 3907,52 გრ. „მეფედრონის“ შემცველი ნივთიერება.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კულტურის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული

იმედი

ნდობის ჯგუფის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ

ნდობის ჯგუფის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ

იმედი

პაკისტანის პრემიერი: კონფლიქტის ზონის რამდენიმე წერტილში დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევები, რაც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესის სულისკვეთებას

პაკისტანის პრემიერი: კონფლიქტის ზონის რამდენიმე წერტილში დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევები, რაც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესის სულისკვეთებას

იმედი