
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებისა და მისი გავლენის შესახებ, ასევე პლასტმასის გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი ქცევის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმ როლს, რომელსაც თითოეული ადამიანი ასრულებს გარემოს დაცვაში.
„გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ დეფიციტური პროფესიების შესახებ ინფორმაციას, რაც მათ დაეხმარება სამომავლო პროფესიული არჩევანის უკეთ გააზრებაში.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე; მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით ინიციატივებში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებას და ახალგაზრდებში პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge