რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - „ქრონიკას“ გერმანიის საელჩოდან პასუხი ამ დრომე არ მიუღია

რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - „ქრონიკას“ გერმანიის საელჩოდან პასუხი ამ დრომე არ მიუღია

იმედი|imedinews.ge

არაერთი მოწოდების მიუხედავად, რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - ამ კითხვით „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს საქართველოში მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება, მათ შორის კითხვაზე, თავად საელჩო აწვდის თუ არა თავისსავე მთავრობას ინფორმაციას ცვლილებების შესახებ.

უკვე მეორე წელია, ოფიციალური თბილისი ბერლინისგან რეაგირებას ითხოვს, ჩატარებული არჩევნების შედეგებით მიღებული პოლიტიკური რეალობა ოფიციალურ ვებგვერდზე ასახონ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არის. ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორი ნოტითა და ოფიციალური წერილით, დროის სხვადასხვა მონაკვეთში მიმართა - გასული წლის ივლისში, ბოლოს კი მიმდინარე წლის 4 მარტს. ბოლო ნოტაზე საპასუხოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექნიკური ცვლილებებისთვის 4-კვირიანი ვადა ითხოვა, აღნიშნული ვადა უკვე ამოწურულია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია