ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ რ.ხ.-ს.

„დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.ა. შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სამისტროში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია