ნდობის ჯგუფის სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მოუსმინეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საქმიანობასა და საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაცია წარადგინა.

სამსახურის ხელმძღვანელმა ნდობის ჯგუფის წევრებს უწყებაში გატარებულ რეფორმებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ კვებისა და სამედიცინო მომსახურების საკითხებზე ინფორმაცია გააცნო და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც 2025 წლიდან მიმდინარეობს.

„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, სტრუქტურულ რეორგანიზაციას შეეხება. შედეგად, სამსახურში რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის გაერთიანებით ცალკეული დეპარტამენტები შეიქმნა. რეფორმის შედეგად, სამსახურს ხარჯების ოპტიმიზაციის და უწყებაში დასაქმებული პირების ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობა მიეცა“, - აღნიშნა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ნდობის ჯგუფის წევრებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია