ლევან მაჭავარიანი: ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის. ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ

ლევან მაჭავარიანი: ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის. ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ

იმედი|imedinews.ge

ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის. ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, შუა დერეფანში ტვირთბრუნვა ბოლო 5 წლის განმავლობაში 7-ჯერ არის გაზრდილი.

„საქართველო ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს შუა დერეფნის პროექტის მიმართულებით. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ხერხემალი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან ერთად, რომელიც ძალიან ახლო პარტნიორია. სამაგალითოა ჩვენი ურთიერთობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია იხელმძღვანელოს, თუ როგორი უნდა იყოს პარტნიორობა და მეზობლობა ერთდროულად. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურა ძალიან მაღალ დონეზე განვავითარეთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო საგზაო მაგისტრალები. დაახლოებით 5-ჯერ მეტი ავტომაგისტრალია გაკეთებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში. მაშინ ზეიმობდნენ და ჩვენ ხმაურითაც არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს იმიტომ, რომ საქმეს, ჩვენს სამშობლოს სჭირდება და მაგიტომ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა. აქვე არის აეროპორტების გაფართოების, ახალი აეროპორტის აშენების საკითხი. ასევე უნდა აღვნიშნოთ ანაკლიის პორტის საკითხიც, რომლის გაღრმავებითი სამუშაოებიც ისევ გაგრძელდა. ასევე განახლებული რკინიგზა შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს. ბაქო-თბილისი- ყარსის განახლებაც მოხდა, რომელიც უკვე ბოლოშია გასული. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გამტარუნარიანები ვიყოთ დიდი რაოდენობის ტვირთის, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში 7-ჯერ არის გაზრდილი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთ კორიდორი დაკეტილია, სუეცის არხი არაა სანდო დერეფანი. ერთადერთი უსაფრთხო კორიდორი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის. შესაბამისად, ჩვენ ამით მაქსიმალურად ვისარგებლებთ და ტვირთბრუნვის გაზრდილი რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ვალდებული ვართ ისე დავხვდეთ ამ ყველაფერს, რომ მთელი ტვირთბრუნვა ავითვისოთ და ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც უფალმა მოგვანიჭა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია