
უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა უბანზე აკვირდება
დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.
კერძოდ, უნგრეთის მიწვევით ბუდაპეშტში საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი კახიანი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე და პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია არიან.
ეუთო/ოდირის დელეგაციის შემადგენლობაში კი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აკვირდებიან.
უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
09:00 საათის მონაცემებით, 16.89% 1 271 768 ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა.
იმედი
წყარო: imedinews.ge