მათიკაშვილი რადიკალებს: დააკვირდნენ, როგორ იქცევა ოპოზიცია უნგრეთში, როდესაც ხალხის ნების ნიველირებას კი არ ახდენს, არამედ იღებს დამარცხებას და შემდგომ ნაბიჯებს პარლამენტში გადადგამს ოპონირების თვალსაზრისით

მათიკაშვილი რადიკალებს: დააკვირდნენ, როგორ იქცევა ოპოზიცია უნგრეთში, როდესაც ხალხის ნების ნიველირებას კი არ ახდენს, არამედ იღებს დამარცხებას და შემდგომ ნაბიჯებს პარლამენტში გადადგამს ოპონირების თვალსაზრისით

იმედი|imedinews.ge

იმას რაც უხარიათ ჩვენს რადიკალებს, საერთოდ არ აქვს ადგილი ჩვენს პოლიტიკურ მოცემულობაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით, რომ უნგრეთში მთავრობის ცვლილებით საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა მხარდამჭერი ევროკავშირში.

მისი თქმით, საქართველოსთან მეგობრობის მზაობა პეტერ მადიარმა გამარჯვების პირველივე საათებში დაადასტურა.

„პეტერ მადიარი არის ვიქტორ ორბანის პოლიტიკური ოჯახის წევრი, რომელიც გამოეყო ორი წლის წინ და შექმნა ოპოზიციური პარტია. ძალიან ბევრ მოცემულობაში ის იდეურად და საკუთარი ლექსიკით, პოლიტიკური შეხედულებებით და წიაღსვლებით პრაქტიკულად ჯდება იმ პოლიტიკურ ნარატივში, რაც ვიქტორ ორბანს გააჩნდა.

მეგობრობის მზაობა დაადასტურა პირველივე განცხადებით უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა. მან თბილისში ჩამოსვლაც ისურვა. რა თქმა უნდა ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობის მომავალ ხელმძღვანელს.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი პოზიტიური ურთიერთობის გასაღრმავებლად უნგრეთთან.

შეგიძლიათ ნახოთ ევროკავშირის მხრიდან, რამდენი წინაპირობებია დაყენებული მადიარისთვის 35 მილიარდიანი გაყინული ევროს დასაბლოკად. მოკლედ, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოცემულობას. ერთი, რაც არის ფაქტი, რომ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც რადიკალიზმის წიაღი აქვთ გარშემო შემორტყმული, მათთვის გასახარებელი აქ არაფერია და კარგად დააკვირდნენ, როგორ იქცევა ოპოზიცია უნგრეთში, როდესაც არა ხალხის ნების ნიველირებას ახდენს, არამედ იღებს დამარცხებას და შემდგომ ნაბიჯებს უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადადგამს ოპონირების თვალსაზრისით და არა იმ რადიკალიზმის კუთხით, რაც ჩვენ აქ ვიხილეთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია