მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს
ეკა სეფაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს

ეკა სეფაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს

იმედი|imedinews.ge

დღეს ევროპული ინტეგრაცია თუ შეფერხებულია, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან იმ მიზეზით, რომ ისინი თავად არ იცავენ იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც ასე სანატრელი და სანუკვარია ქართველი ერისათვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული.

სეფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ღირებულებითი კრიზისი ევროკავშირში დაიძლევა დამასთან ურთიერთპატივისცემით, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობებით გააგრძელებს საქართველო თანამშრომლობას, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობებით.

„მოგესალმებით. ქალბატონო მინისტრო დიდი მადლობა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის, თუმცა ახალი აქ არაფერი თქმულა და ეს ყველაფერი ჩვენ დიდი ხანია ვიცით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს.

ევროპული ინტეგრაცია რომ საქართველოს ცივილური არჩევანია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ეს საუკუნეების წინ გადაწყვიტა საქართველომ და განუხრელად მიყვება ამ გზას, სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობებისა დაცვით, რომელთა შექმნაში და განვითარებაში ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხს წვლილი უდიდესია და რომელთა დასაცავად ქართველებს საუკუნეების მანძილზე ძალიან ბევრი სისხლი დაუღვრიათ. დღეს ევროპული ინტეგრაცია თუ შეფერხებულია, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან იმ მიზეზით, რომ ისინი თავად არ იცავენ იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც ასე სანატრელი და სანუკვარია ქართველი ერისათვის, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ღირებულებითი კრიზისი ევროკავშირში დაიძლევა და ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთპატივისცემით, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ასევე ხალხთა შორის, განათლების, ტურიზმის, ხელოვნების, სპორტის და ა.შ სფეროებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება ჩვენი ურთიერთობები,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იმედი

გიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს

გიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს

იმედი

ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა

ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა

იმედი

ტრამპი: ჩინეთი ძალიან ბედნიერია იმით, რომ მე ჰორმუზის სრუტეს სამუდამოდ ვხსნი. პრეზიდენტი სი ჩამეხუტება, როცა რამდენიმე კვირაში მასთან ჩავალ

ტრამპი: ჩინეთი ძალიან ბედნიერია იმით, რომ მე ჰორმუზის სრუტეს სამუდამოდ ვხსნი. პრეზიდენტი სი ჩამეხუტება, როცა რამდენიმე კვირაში მასთან ჩავალ

იმედი