სამხარაძე გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: დღეს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ

სამხარაძე გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: დღეს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ

იმედი|imedinews.ge

„დღეს, საქართველოს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. რა თქმა უნდა, ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა აქვს გაგზავნილი და საინტერესოა რა პასუხი ექნებათ მათ.

„დღეს, საქართველოს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. რა თქმა უნდა, ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ. იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა აქვს გაგზავნილი და საინტერესოა რა პასუხი ექნებათ მათ. ვებ-გვერდზე ინფორმაციის შეცვლას სჭირდება სულ 30 წამი. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ეს იყოს ტექნიკური ხარვეზი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ქართული მხარის არაერთი მიმართვის მიუხედავად, საგარეო უწყება მონაცემებს არ ცვლის. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია