„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, პარტია კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, პარტია კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას

იმედი|imedinews.ge

როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, ამიტომ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობა, ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივის შესაბამისად, წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს პარლამენტში გამართულ ინტერპელაციაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის საგანგაშო განცხადებას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომელშიც მან ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს არარელევანტური უწოდა და საკითხზე ნეგატიურად ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობის და დეოკუპაციის კონტექსტში.

კოლექტიური ნაცმოძრაობა, ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივის შესაბამისად, წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ მინისტრის განცხადება, ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას.

უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, უკიდურესად არარელევანტური სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელებაა.

NATO-ში გაწევრიანების უსაფრთხოების ქოლგად, ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტიად წარმოჩენა თავშივე მცდარი იყო და ამ გზაზე სვლამ ჩვენს ქვეყანას 35 წლის განმავლობაში არაერთი მძიმე დარტყმა მიაყენა. წლების წინ თუ ამ შედეგების განჭვრეტა რთული იყო, დღეს ეს უკვე მოცემულობაა, ფაქტობრივად აღარ არსებობს ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის ძველი ფორმატი და ამის ვერდანახვა სახელმწიფოს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს.

როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, ამიტომ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია