საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების, ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

მხარეებმა განიხილეს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში, გლობალური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთთან და ეწვივნენ დევნილთა დასახლებას წეროვანში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია