მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი
გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი

გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი

იმედი|imedinews.ge

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

გიორგი გაბუნიას თქმით, მას აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი.

„ეს პროცესი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ფსონი კეთდება ძალადობაზე. კეთდება რევოლუციური პროცესების განვითარებაზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე, სამოქალაქო არეულობაზე.

აქ კიდევ რა უნდა ითქვას და რა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ კარგად გვახსოვს, გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ძალადობრივი დაჯგუფება გაერთიანდა. ეს შეფუთეს როგორც რაღაც ოპოზიციური ფლანგის გაერთიანება, რაც არ იყო შემთხვევითი იქიდან გამომდინარე, რომ ამას უნდა მოჰყოლოდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამწვავებდა პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.

გაბუნიას თქმით, ბლაჟევიჩის ორგანიზაცია წლების განმავლობაში ფინანსდებოდა, მათ შორის ბრიტანეთის მთავრობის მიერ, USAID-ისა და ევროპის სხვადასხვა ფონდებიდან.

„შესაბამისად, ჩვენთვის კარგად გასაგებია ყველაფერი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მე ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, ვინც მისი მოწაფეები არიან, ხან ვინ გამოჩნდა, ხან ვინ, რამდენი ბედოვლათიც არ უნდა გამოჩნდეს ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა იქნება დაცული.

არავინ დაუშვებს არასდროს, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს ის სცენარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ საქართველოში“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

იმედი

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

იმედი

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

იმედი