მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ
გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ

გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ

იმედი|imedinews.ge

მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიცია ტყუილად ცდილობს პარალელების გავლებას და ფსონის იმაზე დადებას, რომ რადიკალები საქართველოში ოდესმე არჩევნებში წარმატებას მიაღწევენ.

გიორგი კახიანის განცხადებით, გაუგებარია რა გაუხარდა რადიკალურ ოპოზიციას, როდესაც ორბანის პარტია დამარცხდა.

„ორბანის მთავრობა და ხელისუფლება იყო ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდამჭერი. როდესაც საუბარი იყო საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაზე, ეს სანქციებს ეხებოდა თუ ა.შ. ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე იდგა ეს გუნდი.

რაც შეეხება მადიარის, ამ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლაც იყო უნგრეთის მოსახლეობის გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ჩვენ ამას პატივს ვცემთ. მისასალმებელია ის განცხადებები, რომელიც მადიარმა გააკეთა მეორე დღესვე საქართველოს მიმართ, როდესაც საუბრობდა, რომ მას სურს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა, მას სურს გვესტუმროს ამ ქვეყანაში. რომ იგი არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ძალიან პოზიტიური გზავნილები წამოვიდა საქართველოსთან მიმართებით. ჩვენც ამ თვალსაზრისით ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი და მომავალში გვინდა ის ურთიერთობები, რაც გვქონდა უნგრეთთან, გავაგრძელოთ და გავაუმჯობესოთ კიდეც“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს

გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ

გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ

იმედი

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!

გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია