
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
მისი თქმით ევრობიუროკრატია და ევროკავშირი ახლა „გაბუტვის პოლიტიკას“ ეწევიან საქართველოს მიმართ.
„ასეთ პოლიტიკას, რასაც ურთიერთობების გაწყვეტა ჰქვია საქართველოსთან, მოლაპარაკებების შეწყვეტას ქვეყნების ნაწილი უჭერს მხარს. მაგრამ ტენდენცია არის იმდაგვარი, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება ისეთი სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც ხვდებიან, რომ ეს არასწორი დამოკიდებულება არის საქართველოს მიმართ და საჭირო არის დიალოგი. მე იმედი მაქვს, რომ ეს ადრე თუ გვიან თავის შედეგს გამოიტანს, ეს საღი აზრი, სწორი აზრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, რეზოლუციაში სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხი უნდა მოგვთხოვო“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge