
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება - შალვა პაპუაშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან შეხვედრას გამართავს
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან.
მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, პარლამენტთაშორის თანამშრომლობა, გარე ჩარევების მზარდი ტენდენცია - დელეგაციის წევრები ორმხრივი შეხვედრების მთავარ საკითხებზე მსჯელობენ.
„ყველა ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო მშვიდობის დამყარება. მიმდინარე ომები არამხოლოდ ჩვენ რეგიონზე ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მთელს მსოფლიოზე. ჩვენ, ისევე როგორც თურქეთი ვართ ამ საკმაოდ რთულ რეგიონში, შესაბამისად ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია, რომ იყოს მშვიდობა და სტაბლიურობა“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge