
საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე მოხსენებით გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლის დროს ვახტანგ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საჯარო ადმინისტრირებაში ციფრული კომპეტენციების გაძლიერებაზე, ინოვაციური სერვისების განვითარებასა და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს სწრაფ, ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
„ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ იუსტიციის სახლი - ინსტიტუტი, რომელიც ასახავს საქართველოს ერთგულებას ძლიერი მმართველობის, ინოვაციებისა და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მომსახურების მიმართ. ის სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უმსხვილესი დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს საქმიანობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მკაცრი დაცვით. ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს შემდგომ ციფრულ განვითარებაზე სერვისებში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზებული გადაწყვეტების დანერგვის გზით. იუსტიციის სახლი ის მტკიცე ხიდია, რომელიც აკავშირებს მოქალაქეებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ბიზნესს და ქმნის მომსახურების მიწოდების უფრო კოორდინირებულ და ეფექტიან სისტემას“, - განაცხადა ვახტანგ ჟვანიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge