მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბორჯომში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ ძირითად საჭიროებებს პირადად გაეცნო და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში იგეგმება. აფხაზეთიდან დევნილი პირების საჭიროებების შესწავლისა და დროული რეაგირების მიზნით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ევროკავშირი მაისიდან სირიასთან ოფიციალური კონტაქტების აღდგენას გეგმავს

Reuters: ევროკავშირი მაისიდან სირიასთან ოფიციალური კონტაქტების აღდგენას გეგმავს

იმედი

ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: მიშას ხმებით პარლამენტში შესვლა უნდა, თან ისე, რომ „არაფერზე და არავისზე" აზრს არ იცვლის და 5 წელია, პოლიტპატიმარ სააკაშვილს ჩარეცხვით ემუქრება და რუსის აგენტობას აბრალებს - ნაცმოძრაობა დუმს

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

იმედი

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იმედი