მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ
გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ

გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა.

მისი თქმით, აქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ძალიან პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. განსაკუთრებულ აქცენტს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე გავაკეთებ. გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით სახელმწიფო დეპარტამენტში განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს, მის მოადგილესა და სახელმწიფო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოსთან ურთიერთობაზე. ცალსახად აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაგრძელება-გაღრმავება. დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას ძალიან პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ. ამის დადასტურებაა ის ფაქტორიც, რომ თემატურ კონტექსტშიც არაერთი საუბარი გვქონდა და გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც რეფორმის მხარდაჭერის თვალსაზრისით განათლების სფეროში, ასევე სრული მხარდაჭერა იმაში, რომ ქართულმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ ამერიკულ უნივერსიტეტებთან.

საუბარი შეეხო ამერიკის მიერ დაფინანსებულ ფონდებს, რომლებიც ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ და ამერიკულმა მხარემ ცალსახადა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ეს მანკიერი პრაქტიკა უკვე აღარ არის. მათ აქვთ სურვილი გააგრძელონ საქართველოსთან თანამშრომლობა სწორედ იმ კეთილშობილური მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნის მხარდაჭერას და გაძლიერებას ემსახურება“, - აღნიშნა მიქანაძემ.

მან თემატურ შეხვედრებზეც ისაუბრა.

„მქონდა შეხვედრა ამერიკის განათლების დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან, რომელიც უშუალოდ უმაღლესი განათლების მიმართულებას კურირებს. მასთან საუბარში შევთანხმდით, რომ ის გამორჩეული პროექტი, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს, კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. სავარაუდოდ, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩავრთავთ ამ პროგრამაში. ასევე მქონდა შეხვედრები ნიუ-იორკში, სადაც გაერო-ს შტაბ ბინაში შევხვდი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ახალგაზრდობის საკითხებში. ასევე მქონდა გენმდივნის მეორე მოადგილესთან შეხვედრა, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამის ევროპის მიმართულების კურატორია. ასევე მქონდა შეხვედრა UNISEF-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან. მქონდა შესაძლებლობა სიტყვით გამოვსულიყავი ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ახალგაზრდობის ფორუმზე და გამეზიარებინა იქ დამსწრე რამდენიმე ათეულია ახალგაზრდობის მინისტრისა და ახალგაზრდული ელჩის წინაშე იმ გამოცდილების შესახებ, რასაც საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკა წარმოადგენს. ვფიქრობ, ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის შესაძლებლობა, რასაც ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა ჰქვია“, - აღნიშნა მიქანაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

იმედი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

იმედი

ტრამპი ამერიკულ მედიაზე: რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან საჭირო დროს - „სამუშაო შესანიშნავად შესრულებულია, ბატონო პრეზიდენტო!“ და დაიწყონ საკუთარი რეპუტაციის აღდგენა?

ტრამპი ამერიკულ მედიაზე: რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან საჭირო დროს - „სამუშაო შესანიშნავად შესრულებულია, ბატონო პრეზიდენტო!“ და დაიწყონ საკუთარი რეპუტაციის აღდგენა?

იმედი

პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება

პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება

იმედი