წილოსანი: კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც იმართებიან გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ

წილოსანი: კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც იმართებიან გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ

იმედი|imedinews.ge

კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად და ბიუროკრატებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ იმართებიან „დიფ სთეითისგან“, იმ გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან აღნიშნა, რომ ამგვარი ძალების მიერ მართულ ადამიანს საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა და ვალდებულება არ გააჩნიათ.

„რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც საკუთარი რეიტინგი, არც პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის და მოქალაქეების წინაშე, უფრო თავისუფლები არიან, აკეთონ ეს გლობალისტური პოლიტიკა, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები საკუთარი სიძლიერის ხარჯზე აძლიერებენ გაურკვეველია, ვის და რა ძალებს.

ჩვენ ვხედავთ, როგორი კრიზისები მიმდინარეობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და როდესაც მათი პოლიტიკური ლიდერები - პრემიერ-მინისტრები იქნებიან თუ სხვადასხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები ამ არეულობის სცენარებს უჭერენ მხარს და ემსახურებიან ამ პოლიტიკას, პირდაპირ ცხადია, რომ მათ არანაირი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე არ გააჩნიათ და როგორც ჩანს, ისინი სულ სხვა ძალებს ემსახურებიან”, - განაცხადა წილოსანმა.

მან ევროპულ სახელმწიფოებში ცვლილებების ტენდენციებზეც ისაუბრა.

„თუმცა, უფრო და უფრო მილევად რეჟიმში გადავა ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაცხადდა, ალბათ, ამ ქვეყნებში სერიოზული ცვლილებები დაიწყება. მათ შორის ძალიან საინტერესო სტატისტიკა და კვლევა დაიდო გერმანიის შემთხვევაში - „ალტერნატივას გერმანიისთვის“ - ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას აქვს წარმოუდგენლად მაღალი რეიტინგი, ისტორიული მაქსიმუმი დადო და მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, AfD-ს აქვს სერიოზული უპირატესობა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი გერმანიის მმართველებს, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომებიც გერმანიას კოალიციურ რეჟიმში მართავს, ყველაზე უკეთ უნდა აჩვენებდეს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც გერმანიის ბიუროკრატია ეწევა, ფაქტია, რომ არ პასუხობს მათი მოქალაქეების და იმ საზოგადოების ინტერესს, რომელსაც უნდა წარმოადგენდნენ. სწორედ აქედან მოდის ცვლილებების მოთხოვნილების დიდი ტალღა.

ეს ყველაფერი არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითზეც ნათლად ჩანს და ვფიქრობ, გარკვეული წლების შემდგომ მსოფლიო შედარებით უკეთესობისკენ შეიცვლება. თუმცა, ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი გეზი გვაქვს - ამ ქვეყნის მშვიდობიან გზაზე ტარება”, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია