თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი: პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას

თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი: პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას

იმედი|imedinews.ge

თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანტალიის მე-5 დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ლიდერებმა თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ მცდელობებს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხით.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა გრძელდება და პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას“, - ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

TWITTER POST
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია