
ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სოფლების მინაძე-ჭაჭარაქის რეაბილიტირებული სატუმბი სადგური დაათვალიერა
იმედი|imedinews.ge
ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სოფლების მინაძე-ჭაჭარაქის რეაბილიტირებული სატუმბი სადგური დაათვალიერა, რომელიც მოახლოებულ რწყვის სეზონს გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო უწყვეტ და ეფექტიან წყალმომარაგებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ადგილობრივებისთვის მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებას. პარალელურად იწმინდება სარწყავი არხები.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge