„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე ვერ უარყოფს ოპოზიციის კავშირს ჩეხ აქტივისტ იგორ ბლაჟევიჩითან, თუმცა, აცხადებს, რომ ბლაჟევიჩის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თავად არ დასწრებია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე ვერ უარყოფს ოპოზიციის კავშირს ჩეხ აქტივისტ იგორ ბლაჟევიჩითან, თუმცა, აცხადებს, რომ ბლაჟევიჩის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თავად არ დასწრებია

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე ვერ უარყოფს ოპოზიციის კავშირს ჩეხ აქტივისტ იგორ ბლაჟევიჩითან, თუმცა, აცხადებს, რომ ბლაჟევიჩის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თავად არ დასწრებია.

„პირადად მე, არანაირ შეხვედრას არ დავსწრებივარ, სადაც ეს ადამიანი რაიმე სახის ტრენინგებს ატარებდა", - განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა იგი მისი თანაგუნდელების დასწრებას ამ სახის ტრენინგზე და ზოგადად ოპოზიციური ალიანსის კავშირს ბლაჟევიჩთან, კაპანაძე პასუხად კვლავ აცხადებს, რომ არანაირ შეხვედრას არ დასწრებია.

„იმ პირის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, რომელზეც თქვენ მეკითხებით, მე არ დავსწრებივარ“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია