გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: როგორ უნდა იყო დაცემული ქართველი ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ასაყირავებლად, საკუთარი ქვეყნის გადასაწვავად უცხოელი ადამიანი დაიქირაო

გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: როგორ უნდა იყო დაცემული ქართველი ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ასაყირავებლად, საკუთარი ქვეყნის გადასაწვავად უცხოელი ადამიანი დაიქირაო

იმედი|imedinews.ge

როგორ უნდა იყო დაცემული ქართველი ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ასაყირავებლად, საკუთარი ქვეყნის გადასაწვავად უცხოელი ადამიანი დაიქირაო , - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

სოსიაშვილი წარსულში ოპოზიციისთვის ჩატარებულ სხვა ტრენინგებსაც იხსენებს.

„ვის აღარ მიმართეს, ვისი დაწერილი სცენარით აღარ ისარგებლეს. ჩვენ გვახსოვს აკერმანის ჩატარებული ტრენინგები. ახლა, მორიგ ჯერზე მათ დაიქირავეს გაურკვეველი, ჩეხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვიღაც ბლაჟევიჩი, რომელიც ამ ტვინგაწყალებულ რადიკალებს ატრენინგებს. როგორ უნდა იყო დაცემული ქართველი ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ასაყირავებლად, საკუთარი ქვეყნის გადასაწვავად დაიქირაო უცხოელი ადამიანი“, - აღნიშნა მან.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია