ირაკლი ჭეიშვილი: სანამ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, ქუჩის ენით ვერავინ დაგველაპარაკება. აქედან გამომდინარე, არანაირი სემინარი არ იქნება შედეგის მომტანი, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ჩაატარებს მას

ირაკლი ჭეიშვილი: სანამ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, ქუჩის ენით ვერავინ დაგველაპარაკება. აქედან გამომდინარე, არანაირი სემინარი არ იქნება შედეგის მომტანი, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ჩაატარებს მას

იმედი|imedinews.ge

სანამ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში ქუჩის ენით ვერავინ დაგველაპარაკება. აქედან გამომდინარე, არანაირი სემინარი არ იქნება შედეგის მომტანი, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ჩაატარებს მას,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ არჩვების გზით შეიცვლება, ამისთვის ოპოზიცია 2028 წელს არჩვენებზე უნდა მივიდეს და მიიღოს მონაწილეობა, ხოლო შემდგომ შედეგები აღიაროს.

„რევოლუციების დრო და ხანა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. არაერთი რევოლუციის მცდელობა, ჩატარებული სემინარები გვინახავს მათ მიერ ჩატარებული. იყო ბაკურიანი, ლატვია და სხვა ქვეყნები, სადაც აკერმანის სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობდნენ. ერთი, რაც მოუტანა ამან ქვეყანას, არის ის, რომ მოახდინეს ერთგვარი შიდა დაპირისპირება. ეს იყო, რასაც ხედავდით რუსთაველის გამზირზე 2 წლის განმავლობაში - მოუტანა ჯანჯღარი ქვეყანას, მაქსიმალურად ცდილობდნენ, არეულობა და მეტი დესტრუქცია შემოეტანათ ქვეყანაში, რომ მალე მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება. ვერ მიაღწიეს საწადელს. ახლა ვიღაც ახალი მოიგონეს - ბლაჟევიჩი. საერთოდ ვინაა, რა არის ეს ბლაჟევიჩი, რას წარმოადგენს, სად ცხოვრობს - არაფერი ვიცით მის შესახებ. მე არ ვიცნობ ამ ადამიანს და შესაბამისად, ჩეხი იქნება ის, ლატვიელი, ესტონელი თუ ლიტველი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

კრახისთვის განწირულია მსგავსი სემინარები. სანამ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, ქუჩის ენით ვერავინ დაგველაპარაკება. რევოლუციების დრო და ხანა დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. თუ აქვთ რამის შესაძლებლობა და შანსი, 2028 წელს მოვიდნენ არჩევნებზე, მიიღონ მონაწილეობა და ეყოთ გამბედაობა, რომ შედეგები აღიარონ, რაც ვერც ამ არჩევნებზე გააკეთეს და ვერც წინაზე. მხოლოდ არჩევნების გზით შეიცვლება „ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოში, აქედან გამომდინარე, არანაირი სემინარი არ იქნება შედეგის მომტანი, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ჩაატარებს ამ სემინარებს“,- აღნიშნა ჭეიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია