
არჩილ გორდულაძე: პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ისეთი რეგულაციები უნდა მოიფიქრო, შესაძლებელი გახდეს, პირველი საქართველოს მოქალაქე დასაქმდეს და შემდეგ ნებისმიერი სხვა
პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ ისეთი რეგულაცია უნდა მოიფიქროს, რომ პირველ რიგში თავისი ქვეყნის მოქალაქე დასაქმდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
„როდესაც პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისუფლად ოპერირება, ხოლო მეორე მხრივ, პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ისეთი რეგულაციები უნდა მოიფიქრო, შესაძლებელი გახდეს, პირველი საქართველოს მოქალაქე დასაქმდეს და შემდეგ ნებისმიერი სხვა.
ჩვენ შეიძლება ძალიანაც გვინდოდეს რაც შეიძლება ბევრი ქართველი დავასაქმოთ, მაგრამ დასაქმების ადგილი აღარ გვქონდეს და პირიქით. თუ ძალიან ბევრ დასაქმების ადგილს ვქმნით (რომელიც ძალიან კარგია თავის შინაარსით), მაგრამ აქ თუ საქართველოს მოქალაქეები ვერ დასაქმდებიან, მაშინ რა გამოვა?! მიზანი საბოლოო ჯამში მიღწეული ვერ იქნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge