დავით ქართველიშვილი რადიკალების ახალ ალიანსზე: ყოველი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია

დავით ქართველიშვილი რადიკალების ახალ ალიანსზე: ყოველი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, გაერთიანების მეხუთე მცდელობაც ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც წინა ოთხი.

როგორც დავით ქართველიშვილი აცხადებს, ოპოზიციას არაფრის უნარი და ძალა არ შესწევს და ეს გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ დამოუკიდებლად, უცხო ძალების ჩარევის გარეშე, ელემენტარული სამოქმედო გეგმის შემუშავება არ ძალუძს.

„სერიოზულად რომ ვერ ვუყურებ [ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას], ეს ხომ გასაგებია, იმიტომ რომ მეხუთედ შეიკრიბა იგივე ხალხი რაღაც ახალ გაერთიანებაში. მანამდე ოთხჯერ შეიკრიბა, დაიშალა. ამჯერად მეხუთედ შეიკრიბა და უსევ დაიშლება, იმიტომ, რომ საკუთარ წიაღში, ყოველი მსგავსი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ არიან ისინი, რომლებიც ხელისუფლებაში მოვლენ.

წარმოიდგინეთ, ყოველ ჯერზე ან კანვასის ინსტრუქტორი სჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ან აკერმანის ტრენინგები, ან იგორ ბლაჟევიჩის რაღაც ბრძნული სქემები და გეგმები. თვითონ არაფრის მაქნისები არ არიან - ელემენტარული პროგრამა არ დაუწერიათ საზოგადოების რომელიმე სფეროზე მორგებული, გინდა საგარეო პოლიტიკა იყოს, გინდა ეკონომიკა. რა უნდათ ამ ადამიანებს, გაუგებარია,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მანვე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „კარდაკარზე“, რომლის დაწყებასაც რადიკალები რეგიონებში გასვლით და მოსახლეობასთან შეხვედრებით 10 მაისიდან აპირებენ. „ჩვენები გავაფრთხილე, 10 მაისიდან თბილისიდან არსად წახვიდეთ, შეიძლება მოვიდნენ, დააკაკუნონ, გაუღეთ კარი და თავაზიანად მიიღეთ-თქო. მაგრამ გჯერათ რომ ამას გააკეთებენ? ან რეგიონებში დაანონსებული კარდაკარი სადმე შესრულებულა? რომელიმე სოფელს მიადგა რომელიმე მათი ლიდერი? ეს ხომ აბსურდია!“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია