არჩილ გორდულაძე: რაც უფრო მეტად იქნება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი, მით უფრო მაცდური იქნება, რომ არალეგალი მიგრანტები შემოვიდნენ

არჩილ გორდულაძე: რაც უფრო მეტად იქნება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი, მით უფრო მაცდური იქნება, რომ არალეგალი მიგრანტები შემოვიდნენ

იმედი|imedinews.ge

რაც უფრო მეტად იქნება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი, მით უფრო მაცდური იქნება, რომ არალეგალი მიგრანტები შემოვიდნენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ შრომით მიგრაციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმდენი არალეგალი გაძევდა ამ ქვეყნიდან, რამდენიც წინა ათი წლის განმავლობაში ჯამში.

„თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ თურმე ახლა არ არის რაღაც დროული, ასე შეგვიძლია ნებისმიერ რამეზე ვისაუბროთ. დროულია, მათ შორის იმიტომაც, რომ გვჭირდება ვიცოდეთ ზუსტად სად გვიჭირს, სად არის ის პროფესიები, რომლებსაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ისე უმაღლესი განათლების კუთხით. ეს საიდანღაც უნდა დავიწყოთ და საიდან უნდა დავიწყოთ? - უკვე დავიწყეთ, ამას ვაკეთებთ.

უკანონო მიგრაციას რაც შეეხება, რაც უფრო მეტად იქნება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი, მით უფრო მაცდური იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ არალეგალი მიგრანტები. ეს კიდევ სხვა, ცალკე საკითხია, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძვით და დიახ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმდენი არალეგალი გაძევდა ამ ქვეყნიდან, რამდენიც წინა ათი წლის განმავლობაში ჯამში. ეს ყველაფერი რომ ერთმანეთთან გადაჯაჭვული საკითხებია, ამაზე კამათიც კი ალბათ არარელევანტურია“, - აღნიშნა მან ოპონენტის პასუხად.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია