მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს
რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს

რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს

იმედი|imedinews.ge

რომის პაპს დონალდ ტრამპთან კამათი აღარ სურს. ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მისი სიტყვა „ტირანების შესახებ, რომლებიც მსოფლიოს აოხრებენ“, რომელიც მან 16 აპრილს კამერუნში წარმოთქვა, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკამდე 2 კვირით ადრე დაიწერა და თეთრი სახლის ლიდერი მისი ადრესატი არ ყოფილა.

„ეს სიტყვები ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან ახალი დისკუსიის წამოწყებას ვცდილობ, რისი არანაირი ინტერესიც არ მაქვს“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე.

11 აპრილს, მსოფლიო მშვიდობისთვის გამართული ლოცვის დროს, ლეო XIV-მ ომში მყოფი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, შეჩერდნენ და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ამის შემდეგ ტრამპმა პონტიფექსმა „საშინელი“ უწოდა და განაცხადა: „მე არ მჭირდება პაპი, რომელიც აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტს, რადგან მე ვაკეთებ ზუსტად იმას, რისთვისაც ამირჩიეს“.

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ვატიკანის მოწოდებები მშვიდობისა და შერიგებისკენ სახარებაზეა დაფუძნებული და მას ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის არ ეშინია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

იმედი

დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

იმედი

ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ

ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ

იმედი

პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა

პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა

იმედი