მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა, მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს
გიორგი ვოლსკი: ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა, მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს

გიორგი ვოლსკი: ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა, მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს

იმედი|imedinews.ge

ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა. მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„როდესაც შემოდის ემაარ ჯგუფი, შემოდის ტრამპის კომპანია, რასაკვირველია ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი. მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზე, ასევე სამუშაო ადგილების შექმნაზე. სწორედ ეს გარემოებები ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპონენტებს. ამ წუთშიც სხედან და ფიქრობენ როგორი პროპაგანდისტული მავნებლობა დაუპირისპირონ ამას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„Trump organization“-მა ახალი პროექტის - Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

აღნიშნული პროექტის შესახებ 19 აპრილს გახდა ცნობილი - სტატია The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

იმედი

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

იმედი

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

იმედი