სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანებულა - მეწყრული პროცესები სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანებულა - მეწყრული პროცესები სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი|imedinews.ge

სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანებულა. მთავარანგელოზის და „ზენობნის" მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიები, ასევე კარიბჭე და გალავანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მეწყრული პროცესების დასტაბილურების შემდეგ დარგის სპეციალისტები ძეგლების მდგომარეობას დამატებით შეისწავლიან. მეწყრული პროცესები სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. სპეციალისტები მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ მუნიციპალიტეტის მერთან მოისმინეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია