
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა
იმედი|imedinews.ge
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა. შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გაეცნო მათ საჭიროებებს.
მოქალაქეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს სოციალურ მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურებს საკითხების დროული რეაგირება დაავალა.
მოქალაქეთა მიღებას ასევე ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მერის მოადგილეები ნური გორგაძე და ნადიმ ვასაძე.
ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge