მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით კურორტ გოდერძიზე გაიმართა ოთხდღიანი ბანაკი თემაზე - ,,სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი“. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ სამგზის ოლიმპიურ, შვიდგზის ევროპის და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს პარლამენტის წევრს - ლაშა ტალახაძეს.

პანელური შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მოადგილე ირაკლი აბულაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.

კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაშა ტალახაძემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა იმ სირთულეებსა თუ დაბრკოლებებზე რისი გადალახვაც მოუწია საკუთარი კარიერის განმავლობაში.

განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონში, ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.

პანელურ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის წარმომადგენლები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლაშა გეგეჭკორი: ყველას გიცნობთ, ვინც მიუსაფარი ცხოველით ფულს აკეთებთ! აბა შემეპასუხეთ - თქვენივე სიტყვებს მოგართმევთ წერილობითი ფორმით

ლაშა გეგეჭკორი: ყველას გიცნობთ, ვინც მიუსაფარი ცხოველით ფულს აკეთებთ! აბა შემეპასუხეთ - თქვენივე სიტყვებს მოგართმევთ წერილობითი ფორმით

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება

მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება

იმედი

ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

იმედი

მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

იმედი