მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა
მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლის და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პერსელს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები, აქცენტი გაკეთდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული ინვესტიციების ჩართულობის შესაძლებლობებსა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ინტერესსა და ოპტიმისტურ მოლოდინზე აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროცესი დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას. აქცენტი გაკეთდა ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელთა ექსპლუატაციაში სრულფასოვანი შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო მონაწილის, კონკურენტუნარიანობა.

მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკულ მხარეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები და მიმდინარე პროგრესი გააცნო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უშუალოდ იმყოფებოდა პორტის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ადგილზე გაეცნო პროექტის განვითარებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრატეგიას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლაშა ხუციშვილი საბანკო კონფერენციაზე: ჩვენ გვექნება შესაძლებლობა წარვუდგინოთ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებს ქვეყნის ფისკალური პრიორიტეტები. ასევე, გავაცნოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამომავლო პერსპექტივები

„ქართუს“ ფინანსური დირექტორი საბანკო კონფერენციაზე: აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია როგორც ბანკისთვის, ასევე ქვეყნისთვის. სტუმრების და დელეგატების რაოდენობა ადასტურებს მზარდ ინტერესს რეგიონის და საბანკო სექტორის მიმართ

51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია თბილისში - მაღალი რანგის სტუმრებს ბანკი „ქართუ“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია თბილისში - მაღალი რანგის სტუმრებს ბანკი „ქართუ“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

Brussels Signal: ალიანსი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ყოყმანობს, რეალური შემაკავებელი ძალა ვერ იქნება - ეს უფრო მოჩვენებას ჰგავს

Brussels Signal: ალიანსი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ყოყმანობს, რეალური შემაკავებელი ძალა ვერ იქნება - ეს უფრო მოჩვენებას ჰგავს

იმედი