
ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი დასრულდა
იმედი|imedinews.ge
ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტს საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა.
დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის მოწესრიგება განხორციელდება.
აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს რეკრეაციული სივრცის გაუმჯობესებასა და ტურისტული სეზონისთვის მოწესრიგებული და კომფორტული გარემოს შექმნას.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, განაშენიანების გეგმის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს მუშაობას უსახური და უნებართვო ობიექტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მიმართულებით.
ინფორმაციას აჭარის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge