მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს აკადემიური და პროფესიული სივრცეების დაახლოებას, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაციას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას. აღნიშნული თანამშრომლობა, სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია KIU-ს სტუდენტებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. ბიუროს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები კომპიუტერული, კრიმინალისტიკური და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მიმართულებების სპეციფიკისა და პრაქტიკის შესახებ. ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სტაჟირების პროგრამების შესახებ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომელიც KIU-ს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ გრიგოლიშვილი: ვცდილობთ, ყველა მიმართულება მოვიცვათ და ახალგაზრდებისთვის გავაჩინოთ საინტერესო პროექტები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ

მარიამ გრიგოლიშვილი: ვცდილობთ, ყველა მიმართულება მოვიცვათ და ახალგაზრდებისთვის გავაჩინოთ საინტერესო პროექტები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა

იმედი

ვარლამ ლიპარტელიანი: იმედი მაქვს, შეხვედრებში უამრავი ახალგაზრდა ჩაერთვება, რომლებიც საბოლოო ჯამში გახდებიან ქვეყნის სახეები, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ყველას შეხვდეთ

ვარლამ ლიპარტელიანი: იმედი მაქვს, შეხვედრებში უამრავი ახალგაზრდა ჩაერთვება, რომლებიც საბოლოო ჯამში გახდებიან ქვეყნის სახეები, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ყველას შეხვდეთ

იმედი

POLITICO: გლობალური ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის საომარ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის

POLITICO: გლობალური ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის საომარ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის

იმედი