POLITICO: გლობალური ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის საომარ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის

POLITICO: გლობალური ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის საომარ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის

იმედი|imedinews.ge

აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო შექმნილი ენერგოკრიზისი უკრაინის საწვავით მომარაგებას და მის საომარ ძალისხმევას საფრთხე უქმნის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემას ორმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ განუცხადა, რომ გაზრდილი ფასები ნეგატიურ გავლენას ახდენს საწვავის მარაგებზე, რომელიც განკუთვნილია საბრძოლო ტექნიკისთვის, ისეთისთვის, როგორიცაა ტანკები, არტილერია და ჯავშანტრანსპორტიორები.

„საწვავზე საშინელი ფასებია“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ანონიმურად, „შეიარაღებულ ძალებში საწვავის ძალიან შეზღუდული მარაგებია“.

მეორე უკრაინელმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ დიზელის საწვავი პრიორიტეტულია იმ საბრძოლო ნაწილებისთვის, რომლებიც დონბასში რუსეთის აგრესიას ებრძვიან.

„ჩვენ წინა ხაზზე არ ვართ. ამიტომ, ჩვენ პრიორიტეტს არ წარმოვადგენთ. ჩვენი ტანკები და სხვა ტექნიკა ხშირად არ გადაადგილდება, ამიტომ ჩვენ დიზელი ნაკლებად გვჭირდება“, - თქვა უკრაინელმა სამხედრომ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია