მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს
ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთების, მიტოვებული შენობების და ტყისპირა ზოლების ვიზუალური დათვალიერება. ბრძოლის ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება.

მონიტორინგის პარალელურად, საინფორმაციო შეხვედრები ტარდება მოსახლეობასთან. სპეციალისტები ადგილობრივებს სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის მეთოდებს აცნობენ, რომელთა შორის განსაკუთრებით ეფექტიანია მექანიკური მეთოდების გამოყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მომდევნო ეტაპზე „მონიტორინგის ხაფანგებს“ დაამონტაჟებენ, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად, „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ განთავსება, შემდეგ კი, ცივი შესხურებით წერტილოვანი წამლობები დაიწყება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ჟოსპენი გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ჟოსპენი გარდაიცვალა

იმედი

ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი

სუს-ი: სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას

სუს-ი: სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას

იმედი

დონალდ ტრამპი: გავეცი განკარგულება, რომ ომის დეპარტამენტმა 5 დღით გადადოს ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე

დონალდ ტრამპი: გავეცი განკარგულება, რომ ომის დეპარტამენტმა 5 დღით გადადოს ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე

იმედი