ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ პირველ მოადგილესთან ერთად ქალაქ ბოლნისში გასულ წელს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ პირველ მოადგილესთან ერთად ქალაქ ბოლნისში გასულ წელს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად ქალაქ ბოლნისში გასულ წელს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

2025 წელს ქალაქ ბოლნისში დიმა ლაზარეიშვილის, თამარ მეფის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა. მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ობიექტებზე დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები წელს გაგრძელდება. უკვე ჩატარდა ინვენტარიზაცია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 1 355 683 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია