ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

ქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, 19 სპორტული მოედნის მოსაწყობად 1600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

ასათიანის, მესხიშვილის და მესხის ქუჩებზე განახლებული მინი-მოედნები ქალაქის მერთან ერთად, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ კობა ფხაკაძემ დაათვალიერეს.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია