
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს და მოადგილეს შეხვდა
იმედი|imedinews.ge
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს მარიამ კობიაშვილსა და მის მოადგილეს, ლევან ქარუმიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა მერს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა გააცნეს, რომლის მთავარი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე ფუად მირზოევი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი შორენა ჭუმბურიძე და პროგრამის მენეჯერი ნინო ნარეშელაშვილი.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge