სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა. ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოლექტორის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა ხე-ბუჩქნარისა და დაგროვილი ნატანი მასისგან. აღნიშნული კოლექტორი წყლით ამარაგებს 67 ჰექტარზე განთავსებულ ტბორსაც.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც ტბორის წყალმომარაგება, ისე სოფელ ჭიაურის ტერიტორიაზე წყლის მიწოდება. სისტემის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს მიწების დროულ მორწყვას და წყლის რესურსების რაციონალურ მართვას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია