
რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
იმედი|imedinews.ge
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს ისეთი პროექტის მომზადებას, რომელიც შემდგომში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განმეორებადი მოდელის სახით იქნება გამოყენებული. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებით ინფრასტრუქტურას.
პროექტის მიხედვით კომპლექსში უნდა დაიგეგმოს დიდი საცურაო აუზი -არანაკლებ 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, საბავშვო აუზი, გასახდელები, საშხაპეები, მწვრთნელების, მსაჯების, სამედიცინო პერსონალის ოთახები. ასევე, ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს და ძალოსნობის სპეციალიზებული დარბაზები.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge